აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის შენახვა-შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიზნით UNESCO-მ შექმნა პროგრამა „მსოფლიო მეხსიერება“, რომლის ფარგლებშიც შექმნილი რეესტრი აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტურ მასალას, მათ შორის აუდიოვიზუალურ ჩანაწერებს.
ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჩანაწერების შენარჩუნების მნიშვნელობის ხაზგასმა.